დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივანიშვილი: ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 14:36:03
პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი "ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში, სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა". ივანიშვილის განცხადებით,  ადეიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია და ის წინა ხელისუფლებაში "ყველაზე ნიჭიერი კაცი" იყო,- "დარწმუნებული ვარ, ადეიშვილი ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა სახელმწიფოში, ჩემს მთავრობაში რომ ყოფილიყო". "მერაბიშვილი მუდმივად მაოცებდა ხოლმე თავისი ეკონომიკური ანალიზით და როდესაც ვეკითხებოდი, საიდან იცოდა ამდენი, მპასუხობდა - ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. ამიტომ სულ მაინტერესებდა მისი გაცნობა და ვერ მოვახერხე. სასამართლო, პროკურატურა და ყველაფერი მისი დალაგებულია. პოლიციაც მან დაულაგა მერაბიშვილს. მერაბიშვილი მეუბნებოდა, ნეტავ განახა, როგორ პარკეტზე ცხოვრობს ადეიშვილი და პირველი თაობის მობილურს იყენებსო, ისეთი პრინციპულია, სხვა არაფრის გაგონება არ უნდაო. მე ამ ყველაფრის მჯერა და იმ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გადაწყვეტილებებმა ბევრი აიძულა ისე მოქცეულიყო, როგორც შესაძლოა, არ უნდოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია