დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ისა და ისრაელის ელჩები: უმჯობესია გავავლოთ სალათის კვლები, ვიდრე - ღობეები
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:17:02
საერთაშრისო საზოგადოება გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დვანსა და დიცში შექმნილი ვითარება კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს. ეს განცხადება აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში გააკეთა. ფერმერებს ხურვალეთის, ბერბუკისა და შავშვების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებებიდან თანამედროვე სარწყავი სისტემები და ბოსტნეულის ჩითილები გადაეცათ. "როგორც ისრაელის ელჩმა აღნიშნა და მე სრულად ვიზიარებ მის სულისკვეთებას, უმჯობესია გავავლოთ სალათის კვლები, ვიდრე გავავლოთ ღობეები. მხოლოდ ერთი კილომეტრი გვაშორებს ადმინისტრაციული საზღვრისგან. შექმნილი ვითარება კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს. საერთაშრისო საზოგადოება გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჟენევის მოლაპარაკებებისას განახლებული მონდომებით ვცდილობთ გონივრული გამოსავლის პოვნას. თანამედროვე სამყაროში არ უნდა ავაშენოთ ბარიერები, ჩვენ უნდა დავანგრიოთ ისინი. ყველას იმედი გვაქვს, რომ ამ ვითარებიდან გონივრულ გამოსავალს ვიპოვით", - განაცხადა ელჩმა. იგი ტრაგედიად აფასებს საერთაშორისო საზოგადოებისგან სამხრეთ ოსეთის იზოლირებას. "მახსოვს ოცი წლის წინ, როდესაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის მისიის ფარგლებში საქართველოში ვიმყოფებოდი, შესაძლებლობა მქონდა ცხინვალის რეგიონშიც მემოგზაურა. ტრაგედიაა, რომ სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულია. ტრაგედიაა, რომ ფერმერებს რომლებიც აქ ცხოვრობენ, აგრეთვე ქალბატონებს, რომელთაც ვესაუბრე, არ შეუძლიათ თავიანთ სოფლებში ჩასვლა და წინაპართა საფლავის მონახულება, რომელიც სამხრეთ ოსეთშია მოქცეული", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. ხურვალეთში აშშ–ის ელჩთან ერთად ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე იყვნენ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია