დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - ჩვენ გავხდებით საერთო ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი
ავტორი:
2014/თებერვალი/20 13:00:03
საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, ჩვენ გავხდებით საერთო ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს. ეს მისი პირველი სამუშაო ვიზიტია საქართველოში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს, ამ ეტაპზე, როდესაც ხელი უნდა მოვაწეროთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ამასთან, ევროკომისრის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრა ძალიან საინტერსო იყო, განვიხილეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის საკითხები. ევროკომისარს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ მზაობა, დროულად შევასრულოთ ვილნიუსის სამიტზე დასახული მიზნები. ჩვენი მიზანი კი არის, რომ მოვაწეროთ ასოცირების შეთანხმებას ხელი რაც შეიძლება მალე. დღეს გაიხსნა ოფიციალურად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, ვინაიდან ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველო გახდება საერთო ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ გავააქტიუროთ ჩვენი დიპლომატია ამ მიმართულებით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია