დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/22 19:00:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში", მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გავრცელდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პოლიტიკურ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა. მიხეილ სააკაშვილი შეხვდა სენატორ მაკკეინს, ასევე სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სთხოვა, გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და დახმარება საქართველოს ტერიტორიის დამპყრობლის მხრიდან ზეწოლის მოგერიებაში.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ვახშამი გამართა ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდნენ მისი მრჩეველი, რაფაელ გლუკსმანი და საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ საჯაია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია