დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი სესილია მალმსტრომს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/03 21:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საშინაო საქმეებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირ-საქართველოს ფარგლებში სავიზო რეჟიმის შესახებ დიალოგის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგში, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით, არსებული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები.
როგორც ევროკომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, კომისია უახლოეს დღეებში გაეცნობა ქართული მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, გაზაფხულზე იგეგმება შემფასებელი კომისიის ვიზიტი საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია