დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალური კამპანიის „აღადგინე“ წევრები - ბორჯომში ხანძრისგან განადგურებული ნერგები 100%-ით აღდგება
ავტორი:
2017/აგვისტო/23 18:30:02
სოციალური კამპანიის „აღადგინე“ ფარგლებში, ბორჯომში ხანძრისგან განადგურებული ნერგები 100%-ით აღდგება, - ამის შესახებ კამპანიის „აღადგინე“ წევრებმა თამარ ზამთარაძემ და სალომე კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კამპანიას „აღადგინე“, ბორჯომში 2008 წელს დამწვარ ტერიტორიაზე 11.6 ჰექტარი უკვე აღდგენილი ჰქონდა, თუმცა პროექტის ფარგლებში დარგული ხეების 80%-ზე მეტი სამი დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.

„სოციალური კამპანია „აღადგინე“ 2017 წლის 25 აპრილს დაიწყო, რომლის მიზანიც იყო 2008 წელს დამწვარი ბორჯომის ტყის სრულად აღდგენა. კამპანიაში ჩაერთო 170-მდე კომპანია და 6 000-მდე ფიზიკური პირი. გაზაფხულის სამუშაოეზე 11.6 ჰექტარზე უკვე დაირგო 32 300 ნერგი და სექტემბრის სეზონზე დაგეგმილი იყო 17 000-მდე ნერგის 10 ჰექტარზე დარგვა. კამპანია მიმდინარეობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს კონსულტაციიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ვადასტურებთ, რომ პროექტის ფარგლებში დარგული ხეების 80%-ზე მეტი ხანძრის შედეგად განადგურდა“, - განაცხადა თამარ ზამთარაძემ.
როგორც სალომე კუკავამ განაცხადა, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს აქვთ საშუალება, კიდევ ერთხელ ჩაერთონ კამპანიაში „აღადგინე“ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ტყის აღდგენაში.

„ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ახალი ხანძრის შედეგად განადგურებული 32 000 ნერგი ხელახლა დაირგვება. ველოდებით ეროვნული სატყეო სააგენტოსგან ინფორმაციას, რომელიც ჯერ შეისწავლის ნიადაგს, შემდეგ კი დაველოდებით ნებართვას, რის საფუძველზეც დავიწყებთ ტყის აღდგენის სამუშაოებს. როგორც იცით, სექტემბერში იგეგმებოდა 17 000 ნერგის დარგვა, თუ გვექნება ნებართვა, პირველ რიგში სექტემბერში ამ ნერგებს დავრგავთ. კამპანია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღდგება დამწვარი ტყე“, - განაცხადა სალომე კუკავამ.

კამპანიის „აღადგინე“ წევრების განცხადებით, ცეცხლს გადაურჩა მხოლოდ სოფელი დაბის ტერიტორიაზე, დაბლობზე დარგული ნერგები. მათივე თქმით, სრული სურათის დანახვა და ზარალის დათვლა ცეცხლის ლიკვიდირების და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ტერიტორიის შესწავლის შემდეგ მოხდება.
„დარგვების განახლების დრო და თარიღი დამოკიდებულია ექსპერტების მიერ ტერიტორიის და ნიადაგის შესწავლის შედეგად დადებულ დასკვნაზე“,- აცხადებენ კამპანია „აღადგინეს“ წევრები.

პროექტის „აღადგინე“ ავტორია ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო „ბია“.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია