დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 14:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს, ტაკაო მაკინოს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, ტაკაო მაკინოს განცხადებით, მაია ფანჯიკიძესთან ერთად კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები.
"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. იაპონიას სურს და მზად არის ამ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. რაც შეეხება ინაუგურაციას, რამდენჯერმე მოვისმინე ახალი პრეზიდენტის საუბარი. მისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გახდეს საქართველო ევროპის წევრი. მას შემდეგ, რაც დავბრუნდები იაპონიაში, შთაბეჭდილებებს იპონიის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიარებ. იაპონიის მთავრობა განიხილავს, თუ რა ფორმით განვითარდება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა", - განაცხადა ტაკაო მაკინომ.
ტაკაო მაკინო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იაპონიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია