დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძე - საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად და მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს საქართველოს რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე
ავტორი:
2017/სექტემბერი/13 14:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-13 09:52:56", "headline" : "თენგიზ ფხალაძე - საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად და მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს საქართველოს რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5dc8532fcf8e09a52f6a0afc3eac25bb.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "თენგიზ ფხალაძე - საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად და მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს საქართველოს რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452037-thengiz-fkhaladze-saerthashoriso-sazogadoeba-aqtiurad-da-mtkiced-unda-utcerdes-mkhars-saqarthvelos-rusethis-politikis-miugheblobis-thaobaze.html", "headline": "თენგიზ ფხალაძე - საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად და მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს საქართველოს რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე", "datePublished": "2017-09-13 09:52:56", "dateModified": "2017-09-13 09:52:56", "description": "საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ვაშინგტონში, აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5dc8532fcf8e09a52f6a0afc3eac25bb.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ვაშინგტონში, აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმიანება და მას უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებს ვაშინგტონში, აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც აშშ-მ აღშფოთება გამოხატა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებისა და გამშვები პუნქტების დახურვის გამო. ასევე, რუსეთს კვლავ მოუწოდა, საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან" 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

"ეს განცხადება უაღრესად მხარდამჭერი განცხადებაა საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ ქარტიის ფარგლებში მოხდა და ქარტიის ბოლო სესია სწორედ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთი მაღალი დონის ფორმატში განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე რეაგირება. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს მნიშვნელობა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში და ძალიან აქტიურად უნდა იხილებოდეს საქართველოს პრობლემატიკა და ფიქსირდებოდეს მკაცრი პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის თაობაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია