დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ანტიპოდები" მაუწყებლის ლოგოსა და სტუდიის შეცვლას მოითხოვენ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:52:02
სტუდენტური მოძრაობა "ანტიპოდების" წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოსა და სტუდიის შეცვლას მოითხოვენ. ამის შესახებ, მათ ცოტა ხნის წინ, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრეს. ისინი კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" პეტიციას უერთდებიან და ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. "ანტიპოდების" წევრის თორნიკე ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია, რომ მაუწყებლის ლოგო კონკურსის წესით შეირჩეს. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი არხის ლოგო, რუსეთის არხის ლოგოს იდენტური არ უნდა იყოს. "იმ დროს, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ეს არ შეიძლება. ეს ლოგო შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვუერთდებით კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" პეტიციას და ხვალიდან, თბილისის მასშტაბით, უნივერსიტეტებში ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ბორდის წევრებისგან მოვითხოვთ, გვიპასუხონ, ვინ შექმნა ეს ლოგო", - აღნიშნა ჩიქოვანმა. "ანტიპოდები" სტუდენტებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის აუცილებელია.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია