„მოვითხოვ, ბოდიში მოიხადონ“ -კალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას სიცრუეში ადანაშაულებს
„მე მაქვს სრული დოკუმენტაცია, თვითმფინავის აღწერილობა და მაქვს ასევე აღწერილობა სააკაშვილის პირადი თვითმფრინავისა. ორი სრულიად განსხავევებული თვითმფრინავია. ასე რომ, მე კიდევ ერთხელ ვადანაშაულებ მათ სიცრუეში და მოვითხოვ, ბოდიში მოიხადონ“, -აცხადებს მინისტრი.
ამავე თემაზე განცხადება ავიაციის დეპარტამნტშიც გააკეთეს, სადაც განმარტავენ, რომ მინისტრი სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით არ სარგებლობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი ვეტმფრენების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე გუშინ განაცხადა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც, მისი თქმით, კახი კალაძე სწორედ აღნიშნულ ვეტმფრენშია გადაღებული, კომენტარებიდან კი ირკვევა, რომ ის ქორწილში მიემგზავრება.
წყარო:
info9.ge