დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა კოაბიტაციას არ აღიარებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:34:02
გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კოაბიტაცია არ არსებობს და შესაბამისად, ეს პროცესი ვერც დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა "TV3"-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია ის დასრულდეს, რაც არასდროს დაწყებულა.  "დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ სიტყვად ქცეული "კოაბიტაციის" მნიშვნელობა, მოსახლეობის უმეტესობას არ ესმის. რეალურად, ეს თანაცხოვრებას, ცივილიზებული წესის დაცვას, კონსტიტუციური უფლებების პატივისცემას ნიშნავს. შესაბამისად, კოაბიტაცია მარტივი მიზეზის გამო ვერ დასრულდება, ის არც დაწყებულა," - განაცხადა უგულავამ. უგულავას განცხადებით, ეს წელი საინტერესო იყო იმით, რომ ორივე მხარე ერთმანეთის პატივისცემას სწავლობდა, თუმცა კოაბიტაცია არ შედგა და სელექციური მართლმსაჯულება და ადგილობრივი თვითმმართველობების ძალადობრივი ჩანაცვლებაა სახეზე. გადაცემის წამყვანმა თბილისის მერს შეახსენა, რომ შერჩევით მართლმსაჯულებაში წინა ხელისუფლებასაც ედავებოდნენ. უგულავამ აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას არჩევნების წინ პოლიტიკური ლიდერები პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მიზნით, არ დაუჭერია.  "ყველაზე ცუდი და ფუჭი არგუმენტი, რაც გვესმის, არის „სამდურაკა“. მე თუ რამეს არასწორად ვაკეთებდი, ეს ხალხმა გადაწყვიტა და მათ გაიმარჯვეს. შესაბამისად, მათ უნდა გააკეთონ უკეთესად და არ გააფუჭონ ის, რაც მიღწეულია," - განაცხადა თბილისის მერმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია