დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ევროპულ-დემოკრატიული ცენტრი": რატომ არ ჩადიან ივანიშვილი და ღარიბაშვილი დიცსა და დვანში?
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:44:02
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპულ - დემოკრატიული ცენტრ" საოკუპაციო ზოლთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებად სიღრმეში გადმოწევა, რუსეთის მხრიდან, საოკუპაციო პროცესის გაგრძელებაა. "ჩვენი ორგანიზაცია გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთვის ქართული მიწის ყოველი გოჯის დაკარგვა ისეთივე მტკივნეული და მიუღებელია, როგორც მთლიანად რეგიონის. ამავდროულად, არ შეგვიძლია ჩვენი გაკვირვება არ გამოვხატოთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციაზე (ხშირ შემთხვევებში მის არქონაზე) მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ზოგიერთი მინისტრის პოზიცია, რომ თითქოს "რუსეთი ოკუპანტია და შესაბამისად საზღვრებსაც ის ადგენს". ასევე მიუღებელია განცხადებები, რომ "სულ რაღაც 200 მეტრის გამო განგაშის ატეხვა არ ღირს". მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს და მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ცოტა სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს ფრაზებს," - აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს და სეპარატისტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა აღარ გაგრძელდეს. "ევროპულ-დემოკრატიულ ცენტრს" კითხვები აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მათ აინტერესებთ თუ რატომ არ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საპროტესტო განცხადებას სოფელ დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; რატომ არ ჩადიან პრემიერი და შს მინისტრი კონფლიქტისპირა რეგიონში და ადგილზე არ ეცნობიან შექმნილ ვითარებას; არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ასევე ირაკლი ღარიბაშვილისგან მოითხოვენ პასუხს, თუ რატომ არ ხდებოდა თვეების განმავლობაში ე.წ. საზღვრის გაძლიერებული პატრულირება.  "საოკუპაციო ხაზის გადმოწევის პირველი ფაქტის შეფასებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: ”მე რატომღაც მგონია, რომ გაუგებრობაა, რადგანაც კარგად ვხედავ, რომ ანალიზის კარგი უნარი მაქვს. მე ამას არ ვტრაბახობ, თუმცა ხშირად ვიმეორებ – არ შედის ახლა ეს რუსეთის ინტერესებში”. საინტერესოა ეხლა რა აზრისაა ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხომ არ შეეცვალა მას აზრი საკუთარ ”ანალიზის კარგ უნართან” დაკავშირებით (მითუმეტეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადების შემდეგ). ასევე საინტერესოა რატომაა ოკუპანტების მიერ მართული და წახალისებული სეპარატისტებისთვის თუნდაც 200 მეტრი ქართული მიწა პრინციპულად მნიშვნელოვანი და ქართული მხარისთვის - არა?," - ნათქვამია "ევროპულ - დემოკრატიული ცენტრის განცხადებაში.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია