დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს და ახალგაზრდებს კომუნიკაციის ახალ ფორმას სთავაზობს
ავტორი:
2014/მარტი/13 13:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს და ახალგაზრდებს კომუნიკაციის ახალ, ეფექტურ ფორმას სთავაზობს.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ამ მიზნით, პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, სპეციალური აპლიკაცია - "ახალი თაობის იდეა პრემიერს" შეიქმნა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მზად არის, ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი თაობის მოსაზრებებსა და იდეებს გაეცნოს და მათ აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამიტომ გთავაზობთ კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას - "ფეისბუქზე" ჩემი ოფიციალური გვერდისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია - "ახალი თაობის იდეა პრემიერს". მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. მერწმუნეთ, ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში თქვენი მონაწილეობა, თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვიქნები, თუ ჩაერთვებით ამ პროექტში, მიიღებთ მონაწილეობას ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ფორუმებსა და განხილვებში, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის დღეიდან გაიხსნა", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია