დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ყიფიანმა თანამშრომლებს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდა 
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 12:35:17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროს თანამშრომლებს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირების მიმართ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები გატარდება.
„საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი შემდეგი შეზღუდვები: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამინისტროს დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელი; ხოლო იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას. ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა არა აქვთ საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში. აკრძალულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება სამინისტროს შენობაში, ასევე შენობაში სააგიტაციო მასალის განთავსება,“ აცხადებს ყიფიანი და დასძენს, რომ ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია