დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის
ავტორი:
2013/სექტემბერი/26 19:00:05
სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. საკითხის ინიცირებას, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად მომზადდა, განათლების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, თუმცა ეს მხოლოდ პროექტის სამუშაო ვარიანტია და ის ჯერ ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის.
"საუბარია იმის შესახებ, რომ შეიქმნას ბიუჯეტით დაფინანსებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც სახელმწიფო ენის დაცვას გაუწევს კონტროლს. ეს იქნება ოფიციალური დოკუმენტაცია, ბილბორდები, რეკლამები, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და თუ ასეთ დროს იქნება დარღვევები, იქნება გარკვეული სანქციები. ის, თუ რა სანქციები იქნება და რამდენი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის. იდეა ჯერ მხოლოდ პრინციპის დონეზეა მზად. მთავარია, პასუხიმგებლობა იგრძნონ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებებმა, რომ მათი ოფიციალური დოკუმენტაცია გამართული ქართულით გამოდიოდეს. ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ პირებმა, ვინც საჯარო სამსახურში თანამდებობაზეა, სახელმწიფო ენა უნდა იცოდნენ" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა გუგული მაღრაძემ.
ინიციატივის ფარგლებში საუბარია "სახელმწიფო ენის შესახებ" სრულიად ახალი კანონის მიღებაზე და ასევე "საჯარო სამსახურის შესახებ", "მაუწყებლობის შესახებ" კანონებში და "ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსში" ცვლილებების განხორციელებაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია