ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ ერთი წლის გავაფრთხილე საზოგადოება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ფარული მიყურადების საშუალებები გააჩნია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თქვა, რომ ჰქონდათ
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს საშუალება, განახორციელოს უკანონო მოსმენა და ფარული მიყურადება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციაში" განაცხადა.
"ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც ვიყავი მინისტრი, ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სპეციალური მოწყობილობები, მოსასმენი აპარატურა, ასევე სხვა საშუალებები, რომლითაც მათ აქვთ საშუალება განახორციელონ უკანონო მოსმენა და ფარული მიყურადება.
ამის შესახებ გავაფრთხილე საზოგადოება ერთი წლის წინ და ახლაც მინდა შევახსენო ყველას, "ნაციონალური მოძრაობა" არის ის საზოგადოება, რომელიც გაწაფულია ათასგვარი ფაბრიკაციებით, ე.წ. მოდელირებული ქრონიკებით, მოდელირებული თვალთვალის თუ მიყურადების სცენარების ორგანიზებით, გაშუქებით და ამ ადამიანებისგან მე არაფერი მიკვირს. ჩვენ ამას სიმშვიდით და ღიმილით ვუყურებთ", - განაცხადა პრემიერმა.
წყარო:
interpressnews.ge