დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - ხშირად ლაშა ნაცვლიშვილი წყვეტს იმ საკითხებს, რაც კბილაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი კაზუსები შეიძლება
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 17:30:03
პროკურატურაში ხშირად ლაშა ნაცვლიშვილი წყვეტს იმ საკითხებს, რაც არჩილ კბილაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი კაზუსები შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პროკურატურაში არის სამხელისუფლებიანობა და მთავარი პროკურორი ხშირად ბოლომდე ვერ წყვეტს ბევრ საკითხს.
პრემიერის განცხადებით, მთავარი პროკურორი არის გულწრფელი პიროვნება.
"კარგი ადამიანობა და გულწრფელობა ხშირად სტრუქტურის მართვას არ შველის. ადვოკატი როდესაც პროკურორად მიდის რთულია. რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილსა და კბილაშვილს შორის კონფქლიტს, კონფლიქტია არ არსებობს. ლაშა არის გამოცდილი. იგი არის ნიჭიერი ინტელექტუალი კაცი, აჩიკოს ის მხარში უდგას. არჩილ კბილაშვილი ამერიკელებსაც მოსწონთ ევროპელებსაც მოსწონთ. ლაშა უფრო პრაქტიკულია და მეტი გამოცდილება აქვს. ხშირად წყვეტს ის იმას, რაც არის კბილაშვილის გადასაწყვეტი, მაგრამ ასეთი კაზუსები შეიძლება იყოს , მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა," – განაცხდა პრემიერმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია