დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლაცაბიძემ ისნის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 20:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/lacabidzenino.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469736-nino-lacabidzem-isnis-mosakhleobas-2018-tslis-biujetis-prioritetebi-gaacno.html", "headline": "ნინო ლაცაბიძემ ისნის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო", "datePublished": "2017-12-20 16:11:21", "dateModified": "2017-12-20 16:11:21", "description": "2018 წლის ბიუჯეტში ისნის რაიონისთვის სოციალური მიმართულებით 400 ათას ლარამდე მატებაა გათვალისწინე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/lacabidzenino.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 2018 წლის ბიუჯეტში ისნის რაიონისთვის სოციალური მიმართულებით 400 ათას ლარამდე მატებაა გათვალისწინებული, - აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა რაიონის მცხოვრებლებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დეტალურად გააცნო და აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.

მისივე თქმით, ისნის რაიონში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიც მთავარი და შიდა გზების, ასევე ეზოების, კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციას გულისხმობს.

ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტით რაიონში მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, განახლდება სკვერი და მოეწყობა სპორტული მოედნები.

მოსახლეობასთან შეხვედრას საკრებულოს წევრები და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია