დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი დღეს პროგრამის მონაწილეებს სასწავლო კურსის დასრულებას მიულოცავს
ავტორი:
2014/ივნისი/03 10:00:02
აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, სამხრეთი კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის მონაწილეთა მესამე კოჰორტას სასწავლო კურსის დასრულებას მიულოცავს.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამხრეთი კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და ვეტერინარულ სამსახურებთან ერთად ხორციელდება.
მათივე განმარტებით, კურსის დასრულების ცერემონიაში ხუთი აზერბაიჯანელი, ოთხი სომეხი და რვა ქართველი სპეციალისტი მონაწილეობს.
პროგრამის მასპინძელია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი. ის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის მონაწილეთათვის, აგრეთვე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისათვის სამუშაო ფართსა და საკლასო ოთახებს უზრუნველყოფს.
"მსოფლიოში არსებული 50 ანალოგიური პროგრამის მსგავსად, სამხრეთი კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამაც მასპინძელი ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული დარგის სპეციალისტებს ეხმარება. პროგრამის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაზრდა, ადამიანისა და ცხოველთა დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და კონტროლი. ცხოველთა დაავადებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის, რომელიც ადამიანზე ვრცელდება, ან საკვების უსაფრთხოებაზე ზემოქმედებს", - აცხადებენ საელჩოში.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთი კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამა ორწლიანია. ის თეორიულ სწავლებას ითვალისწინებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ექსპერტი - ეპიდემიოლოგი და ლაბორანტი - რეზიდენტი მრჩევლების ფუნქციას ასრულებენ და მასპინძელი ქვეყნის კოლეგებთან ერთად პროგრამას ხელმძღვანელობენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია