დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს 
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 17:00:07
19-22 სექტემბერს, საქართველოს სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობების, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ქვეყანაში შემოსვლის ფაქტები გამოვლინდა. მათ შორის, 21 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს კონტროლის ზონაში თურქეთიდან, რუსეთის მოქალაქე როვზან ბ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 137.5 გრ აღმოუჩინეს. როვზან ბ-ს საქონელი სპეციალურად მოწყობილი სამალავით გადაჰქონდა. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10178,36 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია