დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ატმის რეალიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/20 00:00:02
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად ატმის მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
წელს კახეთში უხვ მოსავალს, დაახლოებით 50 000-მდე ტონა ატამს ელოდებიან. კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში 20 ივნისიდან შევა. "მნიშვნელოვანია, რომ წელს ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია და გლეხებს რეალიზაციის პრობლემა აღარ ექნებათ. შეიქმნება სპეციალური შტაბები და ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი ესწრებოდნენ.











წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია