დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარისგან რუსეთთან "გარკვეული თამაში" მიდიოდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 11:30:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარის მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან "გარკვეული თამაში" მიდიოდა.
როგორც ზალკალიანმა დღეს, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულიდან გამომდინარე ამ თანათავმჯდომარის პოზიცია ქართული მხარისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო.
"ჩვენთვის გარკვეულწილად არ იყოს სახარბიელო ერთი თანათავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოირჩეოდა მერყეობით და გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი დაყოლიების კუთხით. მაგრამ, კარგია, რომ ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. მომავალი წლიდან ახალი თანათავმჯდომარე იქნება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებების მომვალი რაუნდიდან ეყოლება ახალი წარმომადგენელი ევროკავშირს.
"ლეფურის მოღვაწეობა, რომელიც იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, დასრულდა. დეკემბერში გამართა მან ბოლო რაუნდი. შემდეგ რაუნდზე, რომელიც 25-26 მარტს იქნება, ევროკავშირს ახალი წარმომადგენელი ეყოლება და მნიშვნელოვანია, რომ ახალი თანათავმჯდომარის მხრიდანაც ისეთი სერიოზული მხარდაჭერა იყოს, როგორიც გვაქვს სხვა თანათავმჯდომარეების და აშშ-ის მხრიდან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია