დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2018/მაისი/17 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493708-vashingtonshi-saqarthvelo-ashsh-is-strategiuli-partniorobis-qartiis-komisiis-demokratiisa-da-mmarthvelobis-samushao-jgufis-morigi-shekhvedra-gaimartheba.html", "headline": " ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობ...", "datePublished": "2018-05-17 15:43:41", "dateModified": "2018-05-17 15:43:41", "description": "ხვალ, ქალაქ ვაშინგტონში, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/sagareo_0f817.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხვალ, ქალაქ ვაშინგტონში, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ საკონსტიტუციო რეფორმის, კონკრეტულად კი, სასამართლო ხელისუფლების რეფორმის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს უფროსი მრჩეველი ელჩი მაიკლ კოზაკი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია