დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"როცა ვფიქრობთ უფლებებზე, პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქროთ"
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:35:02
პატრიარქმა სრულიად საქართველოს ღვთისმშობილის დღე მიულოცა და პასუხისმგებლობასა და უფლებამოვალეობებზე, კიდევ ერთხელ, ისაუბრა."გილოცავთ ღვთისმშობლის დღესასწაულს, ამ დიდებულ დღეს, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით სრულიად საქართველო წმინდა სამებამ დალოცოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთვის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გახდა. ძნელია ამის ახსნა, მაგრამ ღმერთი ხედავს კაცის გულს და ქართველი ადამიანი გულწრფელობით გამოირჩევა, ამიტომ ღმერთმა დააჯილდოვა ის დიდი წყალობით. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ ჩვენ უფლებებზე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია ჩასაცმელი საჭმელი, შეხედეთ ჩვენ წინაპრებს როგორ უვლიდნენ ოჯახს, როგორი თავდამბალი და მადლიანი ხალხი იყო. მე გამიგია, როცა მინდორში გადიოდნენ და პურის გარდა, საჭმელი არაფერი ჰქონდათ ზემოდან ბროლის ქვებს აწყობდნენ, თითქოს ის ყველი იყო. დღეს ადამიანი მომთხოვნი გახდა და ჩევენ უნდა ვიფიქროთ რას ვაკეთებთ ჩევნ ოჯახისა და ქვეყნისათვის. არ შეიძლება, ადამიანი საქმის გარეშე იყოს. როცა ვფიქრობთ უფლებებზე, პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქროთ. მინდა, გირჩიოთ ლოცვა, კურთხევა მოგცეთ, რომ სხვა ადამიანების გაჭირვება დაინახოთ და დაეხმაროთ მათ. ღმერთმა მოგვცეს გონება, გული გონიერი ხედვა, რომ სხვა დაამიანების გაჭირვება დავინახოთ", - ბრძანა პატრიარქმა. საზეიმო წირვას, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, საბერძნეთიდან ჩამოსული სასულიერო დელეგაცია დაესწრო, რომელიც საქართველოს მიტროპოლიტ ანთიმოზის ხელმძღვანელობით ეწვია.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია