დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დენიელ ფრიდი - საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არა, რეფორმების გატარებაშიცაა
ავტორი:
2017/სექტემბერი/18 10:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452751-deniel-fridi-saqarthvelos-usafrthkhoebis-safudzveli-marto-dasavleththan-karg-urthierthobebshi-ki-ara-reformebis-gatarebashicaa.html", "headline": "დენიელ ფრიდი - საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არა, რეფორმების გატარებაშიცაა", "datePublished": "2017-09-18 06:30:12", "dateModified": "2017-09-18 06:30:12", "description": "საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არა, რეფორმების გატარებაშიცაა, - ამის შესახებ აშშ-ის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/4af798fe6738927b0454679083691256.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არა, რეფორმების გატარებაშიცაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრმა დენიელ ფრიდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფრიდმა აღნიშნა, საქართველოში 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს კომპეტენტურად საქართველოს შიდა პოლიტიკაზე.

”მაგრამ, შემიძლია ერთი რამ პირდაპირ ვთქვა - საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ საქართველოს დანარჩენი ტერიტორია სუვერენული სახელმწიფოა. ახლა რუსეთი საქართველოზე ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებით ზეწოლას ახორციელებს. საქართველოს უსაფრთხოების საფუძველი ან ბაზისი მარტო დასავლეთთან კარგ ურთიერთობებში კი არ არის, არამედ რეფორმების გატარებაშიცაა“, - განაცხადა ფრიდმა.

მისივე თქმით, უკრაინამ და საქართველომ უნდა განაგრძონ რეფორმების გზა.

„რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებთ, უფრო მეტად დაუახლოვდებით ევროპას. ამასობაში, არა მხოლოდ უკრაინამ და საქართველომ, არამედ ჩვენ, ამერიკამ უნდა გამოვძებნოთ გზა, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, იმიტომ, რომ ამის თქმა სასაცილო იქნებოდა. მაგრამ, იმავდროულად უნდა გაიზარდოს საქართველოს ურთიერთოებები დასავლეთთან. ეს კი იმას გარანტია იქნება, რომ საქართველო ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე და არ ექნება რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის საფრთხე. მე ბევრი არ ვიცი საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ ვიცი თუ რა მოხდა, როცა რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაადო. საქართველომ გააუმჯობესა ღვინის ხარისხი. დარწმუნებული ვარ, საქართველო გაცილებით მეტ ღვინოს გაყიდის ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და იმაზე მეტ ფულს გააკეთებთ, ვიდრე რუსეთში. რაც უფრო განვითარდება თქვენი ეკონომიკა, მით მეტად იქნებით თქვენ დაცულები რუსეთის ზეწოლისაგან. დიახ, რუსეთს სურს, რომ უკრაინული და ქართული ჭიქა გატეხილი იყოს. რუსეთი ამის გაკეთებას ყველა დონეზე შეეცდება. ჩვენი ამოცანაა თქვენ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ რეფორმების გატარებაში. ასევე დაგეხმაროთ, რომ პუტინმა გაიგოს - უკრაინა და საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის საგანი არ გახდება“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რა ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება და არა იმაზე, თუ რას მიიღებს ის ამერიკისგან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია