დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფელ კურდღელაურში აეროდრომი გაიხსნება
ავტორი:
2014/მაისი/26 09:30:02
თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში უახლოეს მომავალში აეროდრომი და თბილისის საავიაციო ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნება , - ამის შესახებ გუშინ, აეროდრომზე პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა აეროდრომი დაათვალიერა და მფრინავებს გაესაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურს განუმარტეს, აეროდრომი 20 წლის შემდეგ კვლავ იფუნქციონირებს და რეისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შესრულდება. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მმართულება თუშეთი იქნება, ვინაიდან აღნიშნულ მარშრუტზე ტურისტების დიდი მოთხოვნა არსებობს.
თბილისის საავიაციო ინსტიტუტის დირექტორმა სერგი სტეფნაძემ კი პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში თელავში ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნება, რომელიც მოამზადებს მფრინავებს, როგორც სამოქალაქო ავიაციის, ისე - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, რაც აქამდე მხოლოდ საზღვარგარეთ ხდებოდა და დიდ თანხებს უკავშირდებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჰაერო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია, თელავის აეროპორტი კი ამ მხრივ სანიმუშო ბაზას წარმოადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მფრინავთა ადგილზე მომზადებით საბიუჯეტო თანხა დაიზოგება. მანვე წინადადებით მიმართა საავიაციო ინსტიტუტის დირექტორს, წარმოადგინოს იდეა, რათა მსგავსი ტიპის თვითმფრინავების წარმოება საქართველოში იყოს შესაძლებელი.
თელავის აეროდრომზე პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას პირველი საჩვენებელი რეისიც შესრულდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია