დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროფკავშირების გაერთიანება ხვალ ყრილობას გამართავს
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 23:30:02
საქართველოს პროფკავშირები ხვალ ქობულეთსა და ჩაქვში სხვადასხვა ხასიათის კონფერენციებს გამართავენ. ჩაქვის სასტუმრო "ოაზისში" ხვალ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით, მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაგრძელდება, სახელწოდებით "სოციალური დიალოგი და შრომის სტანდარტები საქართველოში".
კონფერენციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქრთველოს პროფკავშირების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოს პროფკავშირების პარნტიორი საერთაშორისო პროფკავშირების წარმომადგენლები დაესწრებიან.
განსახილველ საკითხთა შორისაა შრომის კანონმდებლობა, შრომის ბაზრის ინსტიტუტები და სოციალური დიალოგი საქართველოში - მიღწევები, პრობლემები და გამოწვევები, საქართველოსა და ევროპის შრომითი კანონმდებლობის შესაბამისობა, სოციალური პარტნიორობის საკითხები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამომავლო ნაბიჯებს, შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციის, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, შრომითი უფლებების პრობლემებს.
10.00 საათზე, ქობულეთში, სასტუმრო "სოლიდარობაში" პროფკავშირების ორგანიზებით ქალთა უფლებებზე კონფერენცია გაიხსნება, სადაც შრომის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების მეორე ეტაპისთვის კანონმდებლობის ცვლილების საკითხებსა და ინიციატივებზე იმსჯელებენ.
მოსაზრებათა შეჯერების შემდეგ, ინიციატივებს იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნიან. კონფერენციაზე განხილული იქნება ქალთა უფლებებზე საერთაშორისო კონვენციებიც და მათი საქართველოში იმპლემენტაციის საკითხები.
14.00 საათზე, ქობულეთში, სასტუმრო "ჯოჯრიან პალასში" პროფკავშირების რიგით 12-ე ყრილობა გაიხსნება, რომელსაც 32 ქვეყნის პროფკავშირების 45 წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ბრაზილიიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია