დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თავდაცვის სამინისტრო სააკაშვილს პასუხობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 21:14:02
თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც უწყება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა. სააკაშვილმა დღეს ვიცეპოლკოვნიკი ალქსანდრე ტუღუში მოინახულა, რომელიც მისი ინფორმაციით, ავტოფარეხში ცხოვრობს. პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ტუღუშის დასაქმება დაავალა.  თავდაცვის სამინისტრო კი პრეზიდენტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაშუი ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვიცეპოლკოვნიკ ტუღუშს მაღალანაზღაურებადი პოსტი უკავია. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:  „პრეზიდენტმა შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ვიცე პოლკოვნიკი ტუღუში დასაქმებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს რომ, ვიცეპოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს. ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს. აქვე, გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. ალექსანდრე ტუღუშის ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცეპოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. თავდაცვის სამინისტროში უკვე აქტიურად მოქმედებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსური პროგრამა. ეს სისტემა მოიცავს, დაჭრილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო დახმარებას, პროტეზირებას, პროფილურ დაზღვევას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. "დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსურ პროგრამაში" აქტიურად არიან ჩართულები თავად დაჭრილი სამხედროები; ალექსანდრე ტუღუში ამ პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორია და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ დაჭრილ სამხედროებთან კოორდინაცია და მათ პრობლემებზე მუშაობა ევალება.“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია