დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო შეხვედრებსა და აგიტაციაში
ავტორი:
2017/სექტემბერი/18 15:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452849-atcaris-mthavrobis-thavmjdomaris-mrcheveli-atcaris-mthavrobis-thavmjdomares-aqvs-ufleba-monatsileoba-miighos-tsinasaarchevno-shekhvedrebsa-da-agitaciashi.html", "headline": "აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო შეხვედრებსა და აგიტაციაში", "datePublished": "2017-09-18 11:01:16", "dateModified": "2017-09-18 11:01:16", "description": "„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის ბრალდებას აჭარის ა/რ მთავრობაში უპასუხეს. როგორც აჭარის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/c50bbf20b6484614b4682a4c6c3f200e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის ბრალდებას აჭარის ა/რ მთავრობაში უპასუხეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა ბესიკ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო შეხვედრებსა და აგიტაციაში, ასევე, მას კანონი არ უკრძალავს გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ”ფეისბუქ” გვერდზე.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა, შესაბამისად კანონით, მთავრობის თავმჯდომარეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო შეხვედრებსა და აგიტაციაში. ასევე, მას კანონი არ უკრძალავს გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე. მე მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამისთვის სახელმწიფოს არცერთი თეთრი არ იხარჯება,“ - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აუდიტის სამსახურს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, რომ საკითხის შესწავლა დროულად მოხდეს და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია