დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირმა ნადირაშვილი - "ნაცმოძრაობის" აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 15:30:03
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს რუსთავში "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ აქტივისტს "ოცნების" აქტივისტებმა ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,ჩვენი აქტივისტი იღებდა "ოცნების" კოორდინატორ ქალბატონებს, რომლებიც კანონით აკრძალულ ადგილზე აკრავდნენ პლაკატებს. "ქართული ოცნების" ოფისიდან მოსულმა რვა ადამიანმა მას ხელები გადაუგრიხა, შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაართვა. კამერა არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის საკუთრება.  ვფიქრობთ, რომ მასალა, რომელიც გადაღებული იყო, უკვე წაშლილია,"– განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, ამის შესახებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიციაში განაცხადა, ამ წუთებში მიმდინარეობს იციდენტში მონაწილე პირებისა და დაზარალებულის დაკითხვა.
,,მე ვთვლი, რომ პოლიციამ ეს საქმე უნდა მიიყვანოს ბოლომდე, რადგან ადგილი ჰქონდა ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას. იმედი მაქვს, რომ ამის თაობაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, ჩვენ ამ ფაქტის თაობაზე შევატყობინებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს," – დასძინა ირმა ნადირაშვილმა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის რუსთავის საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორი მერაბ სულაბერიძე აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობის" აქტივისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და ძალით კამერის წართმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
"დახლოებით 12–ის ნახევარზე ჩვენი აქტივის წევრმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ისინი განათების ბოძზე აკრავდნენ პლაკატს და ამისთვის ზედამხედველობის სამსახური მათ აჯარიმებდა. მივედით შემთხვევის ადგილზე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აგვიხსნეს კანონის მოთხოვნა, ჩვენც დავეთანხმეთ მათ, შედგა შესაბამისი აქტი, მოეწერა ხელი. ამ შემთხვევას იღებდა ვიდეოკამერით უცხო პიროვნება. დავინტერესდით, ვისი წარმომადგენელი იყო, შეკითხვაზე თუ ვინ იყო, მან არ გვიპასუხა. არც ის გვიპასუხა, რა დანიშნულებით იღებდა და რაში სჭირდებოდა ეს ვიდეომასალა. ბოლოს მითხრა, რომ არ აწარმოებდა ვიდეოგადაღებას და ვიდეო გამორთული ჰქონდა. ვთხოვე, თუ მართალს ამბობთ, კამერა გვაჩვენეთ-თქო და თავისი ნებით მოგვაწოდა ვიდეოკამერა. ვნახეთ, რომ გადაღებული მართლაც არაფერი იყო და უკან დავუბრუნეთ",– განაცხადა გიორგი მარგველაშვილის რუსთავის საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორმა მერაბ სულაბერიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია