დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - მეორე ტურის დანიშვნის მაქსიმალური ვადა დედაქალაქში 30 ივლისია, ხოლო რაიონებში - 21 ივლისი
ავტორი:
2014/ივნისი/24 17:00:02
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მაქსიმალური ვადა დედაქალაქში 30 ივლისია, ხოლო რაიონებში - 21 ივლისი. ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კახა კოჟორიძის განმარტებით, თვითმმართველ ერთეულებში არჩევნების მეორე ტური შესაძლებელია ზოგან ადრე ჩატარდეს, ზოგან კი გვიან, ან დაემთხვეს თბილისის არჩევნებს.
საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, მეორე ტურის დანიშვნა მას შემდეგ ხდება, რაც საოლქო-საარჩევნო კომისიის გასაჩივრებულ ოქმებზე სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანს.
"რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა იყოს დანიშნული მეორე ტური, ამ საკითხზე არსებობს საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მეორე ტურის თარიღს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოანგარიშება. პირდაპირი ჩანაწერი, როდის უნდა გაიმართოს მეორე ტური, არ არსებობს. მითითებულია კონკრეტული დღეები და ამის მიხედვით უნდა გამოვიყვანოთ ფორმულა. ასევე, გასათვალისწინებელი და მხედველობაშია მისაღები, რომ გამგებლებსა და მერებთან დაკავშირებით სხვა თარიღია დადგენილი რეგიონებში და თბილისის მერთან დაკავშირებით - სხვა თარიღი. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში წერია, რომ როდესაც შედგება შემაჯამებელი ოქმი, თუ ის არ გასაჩივრდება, გასაჩივრების ვადის გასვლიდან სამი დღის ვადაში ცესკო ნიშნავს მეორე ტურის თარიღს. ამის მიხედვით უნდა მოხდეს თარიღის გამოყვანა. ყველა ვადა რომ გავითვალისწინოთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მაქსიმალური ვადა დედაქალაქში 30 ივლისია, ხოლო რაიონებში 21 ივლისი.", - აღნიშნა კოჟორიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია