დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - სანამ ჯარისკაცისთვის პატივი არ იქნება მიგებული, ყველამ თავი შევიკავოთ ყველანაირი განცხადებებისგან
ავტორი:
2014/დეკემბერი/22 13:00:02
ყველაზე კარგი ტონია, რომ სანამ არ იქნება პატივი მიგებული ჯარისკაცისთვის, თავი შევიკავოთ ყველამ ყველანაირი განცხადებისგან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"ვფიქრობ, როდესაც მიცვალებული და მითუმეტეს ჯარისკაცი არის ჩამოსვენებული, ყველაზე კარგი ტონია, რაც არ უნდა განცხადება იყოს საჭირო ან არ იყოს საჭირო, სანამ არ იქნება პატივი მიგებული ჯარისკაცისთვის, თავი შევიკავოთ ყველამ ყველანაირი განცხადებებისგან", - განმაცხადა თეა წულუკიანმა.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო შაბათს ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია