დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/12 13:30:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გუშინ ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს , ბრატისლავაში მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების გზები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სლოვაკეთის სურვილია საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას რაც შეიძლება სწრაფად მოეწეროს ხელი.
"ჩვენ ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რამეთუ ახლოვდება ვილნიუსის სამიტი. სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას და ჩვენი სურვილია, რომ მას რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატოსთან თანამშრომლობაზე, ვაფასებთ საქართველოს კონტირბუციას ნატოს მისიებში, განსაკუთრებით კი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, ასევე ჟენევის მოლაპარაკებაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ და გვსურს რომ ის გაგრძელდეს. განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და თქვენმა მინისტრმა სრულად მომახსენა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. სლოვაკეთმა გააგზავნა თავისი დამკვირვებლები," - განაცხადა ლაიჩაკმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს იანა ლაშაკოვას და ეროვნული საბჭოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა სლოვაკეთის ატლანტიკურ კომისიაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია