დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - ბევრად გონივრული საქციელი იქნებოდა, ივანიშვილი პოლიტიკაში მეტხანს დარჩენილიყო
ავტორი:
2014/დეკემბერი/20 09:30:02
მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრად ადრე წავიდა თანამდებობიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
მისივე შეფასებით, ბევრად გონივრული საქციელი იქნებოდა, ივანიშვილი პოლიტიკაში მეტხანს დარჩენილიყო.
"პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესაძლებლობაზე ვერაფერს გეტყვით. "რესპუბლიკელები" არ ვართ ამ პარტიის წევრები, კოალიციაში კი ეს საკითხი არ განხილულა. მას სრული უფლება აქვს გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ის ბევრად ადრე წავიდა თანამდებობიდან. გონივრული საქციელი იქნებოდა, მეტხანს დარჩენილიყო. ყველა ვთხოვდით ამას, მაგრამ მან თავისი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია