დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩინეთის ელჩი - მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონ კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი
ავტორი:
2017/ნოემბერი/20 09:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/ianchichinetielchi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463844-chinethis-elchi-mokharuli-var-rom-saqarthveloshi-arsebobs-baton-kvirikashvilisnairi-strategiuli-khedvis-mqone-politikosi.html", "headline": "ჩინეთის ელჩი - მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონ კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მ...", "datePublished": "2017-11-20 05:08:47", "dateModified": "2017-11-20 05:08:47", "description": "ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/ianchichinetielchi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში და საქართველოსთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭების საქმეში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორი ქვეყნის ხანგრძლივი ურთიერთობების მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

”ვეთანხმები ბატონი პრემიერ-მინისტრის შეფასებას ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და აბრეშუმის გზის პროექტის შესახებ. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში და საქართველოსთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭების საქმეში", - განაცხადა ძი იანჩიმ.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი 8,5 კმ-იანი სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია