დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უცხოეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი
ავტორი:
2013/ნოემბერი/15 10:30:02
უცხო ქვეყნის რამდენ მოქალაქეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეებს შესაბამისი სამსახური ჯერ ისევ სწავლობს.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით რამდენიმე ასეულმა პირმა მიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის გაცემის შესახებ განცხადება ნოემბრის დასწაყისში გააკეთა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის არიან პირები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეობის მინიჭებაზე "სრულიად გაუგებარი უარი" უთხრა.
"აქ არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც არ ყოფილან აქამდე არასდროს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სურთ გახდნენ მოქალაქეები. აქ არიან ჩვენი ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და ამის გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა უნდათ აღდგენა. ამ ადამიანთა რიცხვში არიან უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც დიდი ხანია, საქმიანობენ საქართველოში და აქვთ სურვილი, მიიღონ მოქალაქეობა და კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ საქმიანობა. აქ არიან სხვა ბიზნესმენები, რომლებსაც ახლა უნდათ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყონ ბიზნესი, რაც ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და წინსვლას", - განაცხადა ბარნოვმა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ განურჩევლად ყველა მსურველი უცხოელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას არ აპირებს და გადაწყვეტილების მიღებისას "მკაცრი კრიტერიუმებით" იხელმძღვანელებს.
დღეს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის ბოლო სამუშაო დღეა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია