დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ხმალაძე - პერსონალურ მონაცემებზე წვდომის დარეგულირებაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
ავტორი:
2014/აგვისტო/01 12:00:02
პერსონალურ მონაცემებზე წვდომის დარეგულირებასთან დაკავშირებით, პარლამენტში დღეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პარლამენტის, არასამთავრობოებისა და მთავრობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულმა ჯგუფმა პირველ ნოემბრამდე უნდა შეისწავლოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საკითხი და მოამზადოს შესაბამისი კანონი.
,,დარჩა საკითხი, რომელიც პირველ ნოემბრამდე უნდა გადაწყდეს. ეს არის ის, თუ როგორი წესით განხორციელდება ინტერნეტ პროვაიდერებისგან და ჯიესემ ოპერატორებისაგან მონაცემების ჩაწერა და ვინ განახორციელებს სასამართლო ბრძანებას ფარული მოსმენის თაობაზე. დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პირველ ნოემბრამდე უნდა მოამზადოს ეს საკითხები, რათა კანონით განისაზღვროს ის", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია