დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით პატარაია - პრეზიდენტი მზად არის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საგარეო პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს
ავტორი:
2014/დეკემბერი/19 19:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგარეო პოლიტიკური აქტივობა, კონსტიტუციის ფარგლებში.
ამის შესახებ დავით პატარაიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ამით დავით პატარაია კითხვას გაემოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ როგორია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია.
"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა გასარკვევია, დასადგენია, უფრო კომპლექსურად არის განსასაზღვრი, თუ რას ემსახურება ეს შეხვედრა და რა მიზანი და შედეგი შეიძლება იყოს ამ შეხვედრის", -განაცხადა პატარაიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია