დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო კვორუმთან დაკავშირებით საღი აზრი გაიმარჯვებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/18 18:30:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადასტურებს მზაობას, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 2/3-იანი კვორმი სამთვიან შუალედით დაწესდეს. როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო კვორუმის საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს.
"საკონსტიტუციო ცვლილბების კვორუმთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში თქვა შემდეგი: დატოვება იმის რაც არის - 2/3-იანი კვორუმი, ორი კვირის განმავლობაში სამი კენჭისყრით, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ძალიან ადვილი მექანიზმია, ხოლო ცვლილებების მიღების 3/4-იანი კვორუმი სამთვიანი შუალედით, არის ზედმეტად ხისტი მოდელი, რაც უმცირესობას გაუმართლებლად დიდ ძალაუფლებას აძლევს. ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ არსებული მოდელი ზედმეტად რბილია, ხოლო ის, რაც ძალაში შედის - ზედმეტად ხისტი, ამიტომ მოიფიქრეთ, რაიმე შუალედური ვარიანტიო. ჩვენ მოფიქრებული გვაქვს და ვთავაზობთ, რომ იყოს ხმების 2/3, პროექტის მიღების სამთვიანი შუალედით. ეს ვენეციის რჩევის ყველაზე უფრო ადეკვატური და სწორი გააზრება და გაკეთებაა" - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ თუკი კვორუმის საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში არ, ან ვერ წამოვა, აღნიშნულ თემას მოგვიანებით მოუბრუნდებიან და "არც ესაა კატასტროფა".
ცნობისთვის, თუკი მმართველი გუნდი კვორუმთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვერ შესძლებს, ავტომატურად ძალაში შედის კონსტიტუციური ცვლილებების გართულებული მექანიზმი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია