დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია - თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის საკითხი არ გადაიხედება
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 21:30:02
თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის საკითხი არ გადაიხედება, – ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა, თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, არ გადაიხედება. ტერიტორია, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამინისტროსთან, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ქონების გადმოცემა. პარალელურად, უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტირებისთვის საჭირო პროცედურები.
"რაც შეეხება თსუ მაღლივ კორპუსთან მიმდინარე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას, მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით. ამასთან, გაზგასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებამ და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან შეუფერებელი და მიუღებელი საქმიანობის წამოწყებამ ტრადიციული სახე მიიღო. პაპავას თქმით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა და უახლოეს პერიოდში სტუდენტთა და მეცნიერთა სახლის აშენება იგეგმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავმოყრის ადგილას გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია