დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილს ესტონეთის "ელექტრონული სივრცის" გასაღები გადასცა
ავტორი:
2014/დეკემბერი/19 16:30:02
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, თამარ ბერუჩაშვილს ესტონეთის "ელექტრონული სივრცის" გასაღები გადასცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეიტ პენტუს-როსიმანნუსმა თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს ესტონეთის "ელექტრონული სივრცის" გასაღები გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ესტონეთი ერთად განავითარებენ ელექტრონულ მომსახურებას.
კეიტ პენტუს-როსიმანნუსის განცხადებით, ესტონეთი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დანერგა ელექტრონული ბინადრობის პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ არის ესტონეთის მოქალაქე და დაინტერესებულია ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა, რომ ესტონეთი და საქართველოს ერთად შეძლებენ დახვეწონ და მიმზიდველი გახადონ ელექტრონული შესაძლებლობები ყოველდღიურ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც მიეცა ესტონეთის ელექტრონული ბინადრობის ნებართვა და სერვისებზე წვდომის უნიკალური გასაღები, იყო ჟურნალისტი ედვარდ ლუკასი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია