დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარების გაცემა დიფერენცირებული სქემით მოხდება
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 18:00:03
სოციალურად დაუცველი პირებისათვის დახმარების გაცემა დიფერენცირებული სქემით მოხდება, - ამ მიმართულებით შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტირებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, გაიოზ თალაკვაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თალაკვაძემ კომიტეტის დაწყების წინ განუცხადა, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, მთლიანად იცვლება აქამდე არსებული მეთოდოლოგიის შინაარსი.
თალაკვაძემ თავდაპირველად ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ შეფასების კრიტერიუმები იქნება ობიექტური და მასზე გავლენას ვერ მოახდენს სუბიექტური მოსაზრებები. თალაკვაძის თქმით, სოციალურად დაუცველი პირებისათვის დახმარების გაცემა დიფერენცირებულად მოხდება.
"ვინც უფრო გაჭირვებული იქნება, ის უფრო მეტ დახმარებას მიიღებს. დღეს თუ იყო 57 0000 ქულიანი ზღვარი, იქნება რამდენიმე ზღვარი. კერძოდ, ამოქმედდება 30 000-იანი, 57 ათასიანი, 60 ათასიანი და 65 ათასიანი ზღვარი. გარდა ამისა, UNISEF-ის მოთხოვნითა და შემოთავაზებით, დაწესდება ბავშვზე დანამატი, რომელსაც მიიღებს 100 000-მდე ქულის მქონდე ყველა ბენეფიციარი, თითო ბავშვზე 10 ლარის ოდენობით", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გაიოზ თალაკვაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია