დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ჭავჭავაძე - სოხუმში არსებულ სამარხში, დიდი ალბათობით ქართველი მებრძოლების ნეშტებიც იქნება
ავტორი:
2014/თებერვალი/20 14:00:03
სოხუმში, დიდების მემორიალთან არსებულ სამარხში, დიდი ალბათობით ქართველი მებრძოლების ნეშტებიც იქნება, - ეს ვარაუდი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ ნინო ჭავჭავაძემ ოთხი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოთქვა.
როგორც მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს აცნობა, დიდების მემორიალის სამარხიდან ნეშთების ექსჰუმაციის პროცესი დასრულდა და ბოლო მონაცემებით, 64 ცხედარში 13 არის აფხაზი. მისივე თქმით, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იქ ქართველი მებრძოლებიც იყვნენ. მისივე თქმით, ბაბუშერას სამარხთან დაკავშირებულ პროცესში, ამოსაცნობი და "დასაბინავებელია" 58 მებრძოლი.
მინისტრის მოადგილემ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ნეშთების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენების საკითხებთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე პარლამენტის წევრებს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: - აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხარის მხრიდან დაკარგულია 2 ათასამდე ადამიანი, 200-მდე ადამიანია დაკარგული აფხაზეთის მხრიდან. მათი მოძიება დაიწყო ომის დასრულებისთანავე. ყველაზე აქტიური ასეთ დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მშობლები იყვნენ, რომლებმაც 1993 წელს ფონდი "მოლოდინი" ჩამოაყალიბეს. 1996 წელს კი შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია.
"ფონდისა და კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად გადმოსველენებულია 165 ადამიანია აფხაზეთის ტერიტორიიდან. აფხაზურ მხარეს გადასცეს 49 ცხედარი და 87 ცოცხალი ადამიანი. გადმოსვენება ხდებოდა პერიოდულად და მოიცავდა 1994 - 2001 წლებს. ბოლო გადმოსვენება 2002 წელს განხორციელდა. 2010 წელს ამ მნიშვნელოვან საქმეში "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო, რომლის ინიციატივით, საკოორდინაციო ფორმატით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების გადასაწყვეტად ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების დაიწყო. შეხვედრები ჩატარდა წინა წლებში, მაგრამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი შეხვედრა 25 იანვარს გაიმართა. ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო, მაგარამ დამთავრდა კარგად, რადგან აფხაზებმა ფორმატის გაფართოება მოითხოვეს და თქვეს, რომ ასეთი მოლაპარაკებები რაც შეიძლება ხშირად უნდა გამართულიყო. მეორე შეხვედრაზე მოხდა კარგი რამ: - შევთანხმდით, რომ გაიხსნებოდა ორი სამარხი: - სოხუმში, გაიხსნებოდა დიდების მემორიალთან არსებული სამარხი, სადაც დასაფლავებული არიან გუმისთიდან გადმოსვენებული მებრძოლები და ასევე გაიხსნებოდა ბაბუშერას სამარხი, სადაც დაკრძალულია 1993 წლის 22 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მემბრძოლები. იქ სულ 93 მებრძოლი დაიღუპა. მებრძოლთა ნაწილი 1994-2001 წელს ეტაპობრივად გადმოასვენეს. დარჩენილია 35 მებრძოლი. გადმოსვენებულთაგან 14 ამოცნობილი საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს, დანარჩენი დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე. აქედან 21 არის ამოცნობილი, ხოლო 23 - ამოსაცნობი. ამიტომ ახლა ბაბუშერას პროცესში ამოსაცნობი და "დასაბინავებელია" ჩვენი 58 მებრძოლი. დიდუბის მემორიალის სამარხის ექსჰუმაციები დასრულდა და ბოლო მონაცემებით, 64 ცხედრაში 13 არის აფხაზი. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იქ ქართველი მებრძოლებიც იყვნენ. თუმცა იცით, რომ ამ სავალალო ომში, სხვა ეროვნების ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას", - განაცხადა ნინო ჭავჭავაძემ.
მისივე თქმით, არსებობს 30-მდე სამარხი და გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომარი, თუ სამოქალაქო პირი არ იქნება ნაპოვნი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია