დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლიდერთა საბჭო პრემიერს, ფინანსთა მინისტრსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/16 23:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/burjanadze_c9811.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457928-lidertha-sabtco-premiers-finanstha-ministrsa-da-cesko-s-thavmjdomares-mimarthavs.html", "headline": "ლიდერთა საბჭო პრემიერს, ფინანსთა მინისტრსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავს", "datePublished": "2017-10-16 18:48:13", "dateModified": "2017-10-16 18:48:13", "description": "ლიდერთა საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/burjanadze_c9811.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ლიდერთა საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას სპეციალური განცხადებით მიმართავს.

”მოგმართავთ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, სულ 14 პოლიტიკური ორგანიზაცია. ნაწილი ჩვენგანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ან/და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით იღებს როგორც საბიუჯეტო დაფინანსებას, ასევე დამატებით დაფინანსებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც არ ვიღებთ დაფინანსებას სახელმწიფოსგან, ვაცხადებთ, რომ კვალიფიციური პარტიების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით, მხარს ვუჭერთ აღნიშნულ თხოვნას.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე - 2 პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების 1/12 ოდენობით, პარტიების ანგარიშზე ირიცხება ყოველთვიურად, თვის დასაწყისიდან თვის 15 რიცხვამდე. ხოლო, ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან პარტიების განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის განკუთვნილი თანხა პარტიების ანგარიშზე ირიცხება ყოველკვარტალურად, კვარტლის ბოლო თვის დასაწყისიდან თვის 15 რიცხვამდე.

ვინაიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ტარდება 21 ოქტობერს, ჩვენთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია, არჩვნებამდე დარჩენილ უმოკლეს ვადაში საარჩევნო კამპანიის ნორმალური და ეფექტური ჩატარების მიზნით დამატებითი ფინანსების მობილიზება. მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის განხორციელებული შემოწირულობის 91.7 % ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, 6,66 % ევროპულ საქართველოს, ხოლო ყველა დანარჩენ პარტიას, მათ შორის ჩვენც, გვერიცხება 1.56 %.
აღსანიშნავი და საგულისხმოა ის გარემოება, რომ ჩვენს რეალობაში პირველად აქვს ადგილი შემთხვევას, როდესაც პარტიები, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მხარდაჭერას უცხადებენ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სხვა პარტიებს დაფინანსების მიღების საკითხში. გთხოვთ, უზრუნველყოთ შესაბამისი პროცედურების განხორციელება, რათა მოხდეს კვალიფიციური პარტიებისთვის გამოყოფილი ბოლო თვეებისა და ბოლო კვარტლის (როგორც საბიუჯეტო, ისე დამატებითი დაფინანსების სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან) თანხების დარიცხვა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებამდე უმოკლეს ვადებში.

აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩენებში მონაწილე პარტიების შედარებით ნორმალურ ფუნქციონირებას და საარჩევნო კამპანიის მინიმალურად ჩატარებას მაინც.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყონ პარტიების საქმიანობას და ყველა პარტიისთვის შექმნან სამართლიანი, ჯანსაღი, თანასწორი ობიექტური გარემო არჩევნების ჩასატარებლად. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ გაითვალისწინებთ განცხადებაზე ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტების ერთობლივ თხოვნას”, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ქვემოთ აღნიშნულ პარტიათა ლიდერები:

მპგ „ახალი მემარჯვენეები“ - მამუკა კაციტაძე; მპგ „ ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე; მპგ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - გრიგოლ ჯოჯუა; მპგ „ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე; მპგ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” - დავით ასპანიძე; მპგ „ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია;

მპგ „ ეროვნული ფორუმი“ - სოსო ვახტანგაშვილი; (დავით უსუფაშვილის ბლოკი „შენების მოძრაობის“ სახელით); მპგ „ ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; მპგ „ თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა; მპგ „ თავისუფალი დემოკრატები“ - შალვა შავგულიძე; მპგ „ თავისუფლება“ - კონსტანტიე გამსახურდია; მპგ „ საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი; მპგ „ტრადიციონალისტთა კავშირი“ - აკაკი ასათიანი; მპგ „ძალოვან ვეტერანთა და პატიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - გია ბერძენიძე.

9 ოქტომბერს „ლიდერთა საბჭოს“ შეხვედრაზე შეთანხმდნენ წერილის აღნიშნულ ტექსტზე და მასზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიანიჭეს მპგ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია