დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია ზაზა სარალიძის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების თაობაზე, „პოლიტიკურ გზავნილს“ უწოდებს
ავტორი:
2018/ივნისი/08 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia_cf0ab.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497526-eka-beselia-zaza-saralidzis-mothkhovnas-sagamodziebo-komisiidan-misi-acilebis-thaobaze-politikur-gzavnils-utsodebs.html", "headline": " ეკა ბესელია ზაზა სარალიძის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების თაობაზე, „პოლიტიკურ გზავნ...", "datePublished": "2018-06-08 08:30:42", "dateModified": "2018-06-08 08:30:42", "description": "განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/beselia_cf0ab.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების მოთხოვნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს. ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არც ერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის”, - აცხადებს ბესელია.

"ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია. ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, - განუცხადა ზაზა სარალიძემ სერგი კაპანაძეს.
თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ზაზა სარალიძე - შსს-ში მირზა სუბელიანთან ალბათ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მის დაკავებასთან დაკავშირებით
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია