დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის როლს შეასრულებს
ავტორი:
2018/ივნისი/09 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze_2505e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497689-irakli-kobakhidze-saqarthvelo-moldova-ukrainis-saparlamento-asamblea-evrokavshirthan-damakavshirebeli-khidis-rols-sheasrulebs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხი...", "datePublished": "2018-06-09 08:42:05", "dateModified": "2018-06-09 08:42:05", "description": "„საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kobaxidze_2505e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, ის წარმოადგენს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისადმი სრული მზაობის განაცხადს, რაც აღემატება პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ გადაწყვეტილებებს და გვაერთიანებს ჩვენს ისტორიულ დანიშნულებაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა, კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მისასალმებელი სიტყვით, ირაკლი კობახიძესთან ერთად, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ და ლიეტუვის სეიმის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი წარსდგნენ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ებრძვიან საერთო პრობლემებს და ასევე, მათ საერთო მიზნები აკავშირებთ.

„დღეს, სამი ქვეყნის პარლამენტის ლიდერები ხელს მოვაწერთ იმ ასამბლეის ჩამოყალიბების დოკუმენტს, რომელიც ჩვენი სამი ქვეყნის საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებებს წარმოადგენს. ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა წარსულის, აწმყოს და სამომავლო თანამშრომლობას ასახავს . დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენ განუწყვეტლივ ვებრძვით იმ საერთო პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის უსაფრთხოებასთან, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარე ძალების მიერ ხელყოფის მცდელობასთან გამკლავებასთან. ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფება და გვსურს გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრები. გვწამს, რომ ევრო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია და მასთან თანამშრომლობა ჩვენს ისტორიულ წარსულს, კულტურულ და ეროვნულ მემკვიდრეობას ემყარება. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, არამედ იგი წარმოადგენს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისადმი სრული მზაობის განაცხადს, რაც აღემატება პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ გადაწყვეტილებებს და გვაერთიანებს ჩვენს ისტორიულ დანიშნულებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს და ასევე, ის ნათელი გზავნილი იქნება ამერიკელი პარტნიორებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პრაქტიკული ამოცანები აქვს შესასრულებელი. მისივე თქმით, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია დამატებით სტრატეგიულ ელემენტს შესძენს თანამშრომლობას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლდოველ და უკრაინელ ხალხთან ერთად დგომა საქართველოსთვის ეროვნული პრიორიტეტისა და უსაფრთხოების საკითხია.

„საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ასევე გულისხმობს ისტორიულად დამტკიცებული ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირების გამყარებას ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებებს შორის. იმის ფონზე, რომ ეროვნული პარლამენტები წარმოადგენენ ხალხის ნების ყველაზე ლეგიტიმურ და უშუალო გამომხატველ ორგანოებს, დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი მოსახლეობის ფუნდამენტალურ თანხმობას მეგობრული და ძმური ურთიერთობისადმი. ჩვენი კავშირები, იქნება ეს უსაფრთხოების თუ საგარეო პოლიტიკის სექტორში, ეკონომიკურ თუ ბიზნეს სფეროში, კულტურული და სამეცნიერო - უფრო და უფრო გამყარდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია