დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 20:30:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა მიიღო.
როგორც "ინტრეპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მორიგი შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლინას ლინკევიჩუსთან გამართა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ვილნიუსის სამიტზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ლიტვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი გელაშვილი და ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ეს იყო მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი. დავით უსუფშვილმა და ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უკვე დაიწყოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელი ნაბიჯების დაგეგმვა, რათა დაჩქარდეს დოკუმენტების ხელმოწერა და რატიფიკაცია. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. ლინას ლინკევიჩუსმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართ, დაგმო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ჯარის უკანონო ქმედებები და აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ საზღვრებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა და მის პრიორიტეტად კვლავ რჩება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. "ჩვენ დავრჩებით მყარ პარტნიორებად დასავლური სამყაროსთვის",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივი მედიის ლიტვის ნაციონალური რადიოსა და ტელევიზიის, ასევე წამყვანი ბეჭდური გამოცემის წარმომადგენლებს შეხვდა და ინტერვიუ მისცა.
დღესვე, დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ლიტვაში ქართული კულტურის დღეების გახსნას დაესწრება და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია