დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთისთვის მიტევებას
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 21:00:08
ჩვენ ვიწყებთ ახალ პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა, სადაც მისი სახელით საზეიმო მიღება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც მთელი მსოფლიო ჩამოვა. "დღეს ჩვენ ვდგავართ ისეთი ქვეყნის აშენების წინაშე, რომელიც იქნება წელში გამართული, რომელიც სამყაროს და მსოფლიოს კი არ დაანაღვლიანებს შიდა კონფლიქტებით, ან კატასტროფებით, ან სოციალური პრობლემებით, არამედ გაახარებს კაცობრიობას, გაახარებს თავისი ნიჭიერებით, თავისი სილაღით, თავისი უნარით, გამოხატოს თავისი თავი ხელოვნებაში, კულტურაში, ბიზნესში. ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, სადაც ჩამოვა მთელი მსოფლიო და სადაც ისინი გაიხარებენ იმით, რასაც ვაჩვენებთ, იმ განსაკუთრებული ტოლერანტობით, რომელიც გვახასიათებს, იმ განსაკუთრებული სიყვარულით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავცეთ, იმ განსაკუთრებული ბუნებით, რომლის მსგავსი არსად არ არის, იმ საოცარი კულტურით, რომლისთვისაც პოლიტიკური კონფლიქტების გამო ხშირად არ ეცალათ. ჩვენ ვიწყებთ ახალ პოლიტიკას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახალი პოლიტიკით ისინი იწყებენ "თანხმობის საზოგადოების შექმნას". "ჩვენ ვიწყებთ ერთმანეთისთვის მიტევებას და გაძლიერებას იმისას, რასაც ჰქვია ევროპული, გამარჯვებული საქართველო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია