დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ბიბილაშვილი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქვეყნის ივანიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებას მარტო შეძლებს, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს
ავტორი:
2018/თებერვალი/12 15:30:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/bibilashvili-zaza2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477801-zaza-bibilashvili-thu-vinme-fiqrobs-rom-qveynis-ivanishvilis-rezhimisgan-gathavisuflebas-marto-shedzlebs-yvelas-thavis-gzaze-gaumarjos.html", "headline": "ზაზა ბიბილაშვილი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქვეყნის ივანიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებას მარტო შეძლებს...", "datePublished": "2018-02-12 11:40:55", "dateModified": "2018-02-12 11:40:55", "description": "”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ერთიან საპრეზიდენტო კანდიდა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/bibilashvili-zaza2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ჯერ კომუნიკაცია არ შემდგარა.

როგორც ბიბილაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მზადყოფნა საჯაროდ უკვე დაფიქსირებულია, ხოლო კონსულტაციების დასაწყებად დრო ჯერ საკმარისია.

”ჩვენ უკვე დიდი ხანია მივიჩნევთ, რომ ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ფართო ოპოზიციური კოალიციის შექმნა. ეს კოალიცია უნდა იყოს მხოლოდ პროდასავლურ ძალებს შორის. ჩვენ ამგვარი თანამშრომლობა უკვე დაწყებულიც გვაქვს წელიწადზე მეტია. ათზე მეტ პოლიტიკურ პარტიასთან ვითანამშრომლეთ ”რუსთავი 2-ის” საკითხზე. ერთიანი ფრონტი გვქონდა კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც. მე დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და გამოიხატება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიან სამზადისში. პარტიაში აზრი ჩამოყალიბებულია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია საერთო ფრონტი ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ჯერ კონკრეტული კომუნიკაცია არ გვქონია პარტიებთან, თუმცა ეს მზადყოფნა საჯაროდ დაფიქსირებულია. ჯერ დრო გვაქვს”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს”, ბიბილაშვილის განცხადებით, ყველა თავად წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა კონსულტაციებში.

”ჩვენ მზად ვართ საერთო ბრძოლისთვის თუ ამოცანა არის ივანიშვილის კლანური მმართველობის რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება. თუ ფიქრობს ვინმე, რომ ამას მარტო შეძლებს, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს”, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია