დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, ქართველ მწარმოებლებს პრობლემები ექმნებათ
ავტორი:
2014/დეკემბერი/19 12:30:02
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, ექსპორტთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს პრობლემები ექმნებათ.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ორიენტაცია ევროპულ ბაზარზე გაკეთდეს.
'' "რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობის მონაცემებს, პირველადი მონაცემებით, ჩვენი ქვეყნიდან გაზრდილია განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რაც მისასალმებელია. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ევროკავშირს არც ერთი სხვა ქვეყნისთვის არ მოუხდენია სოფლის მეურნეობის სფეროში ლიბერალიზაცია. საქართველო გამონაკლისია და ამით სარგებლობს საქართველოს მწარმოებლები და ექსპორტიორები. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რაც იქნება ასევე იმის საწინდარი, რომ მოხდეს მეტი დივერსიფიცირება, ჩვენი ექსპორტიორების უფრო მეტად დამკვიდრება ევროპულ ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და იმ მოვლენებზე, რომელიც რუსეთში განვითარდა. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები უქმნის შეფერხებას და პრობლემებს ქართველ ექსპორტიორებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს ევროპულ ბაზარზე ორიენტაცია. ჩვენ, საქართველოს მთავრობა უკვე ვახორციელებთ ამ კუთხით შესაბამის ღონისძიებებს", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია